logo
ENG



"კლინიკასთან აქცია არ ჩატარდება, ასევე შეიქმნას სპეცჯგუფი" - მელიას შეთავაზება ხელისუფლებას

14 ნოე 202121:38
3 წუთის საკითხავი
 
"კლინიკასთან აქცია არ ჩატარდება, ასევე შეიქმნას სპეცჯგუფი" - მელიას შეთავაზება ხელისუფლებას
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებ, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ოპოზიცია კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ გამართავს. 

როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია აგრეთვე ხელისუფლებას სთავაზობს ჩამოაყალიბოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის გადაყვანის საკითხის განხილვაში ჩაერთვება, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად. 

"ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, 1 ოჯახის წევრი, ნაციონალური მოძრაობის 1 წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების 1, მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ და თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი", - ამბობს მელია. 


close დახურვა